წითელი ჯვრის საზოგადოებამ სიღნაღში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია გამართა
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია გამართა.
ორგანიზაციის სიღნაღის ფილიალის თანამშრომლებმა უკრაინელ მოქალაქეებს მედიკამენტებთან ერთად, სასურსათო ამანათები გადასცეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ამანათები და მედიკამენტები სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩვიდმეტმა უკრაინელმა მოქალაქემ მიიღო.