ფშაველი-აბანო-ომალოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები დაწესდა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 61-ე კილომეტრზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა მეწყერი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რის გამოც, კმ30-კმ72 (აბანო-ომალო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის კმ12-კმ30 (ლეჩური-აბანო) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.