ახალი ამბები

თელავის თეატრის დასი კუნძულ მალტაზე, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

თელავის სახელმწიფო თეატრის დასი კუნძულ მალტაზე გაემგზავრა, სადაც ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალი “EuroArt2022” 12 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თეატრში განმარტავენ, რომ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის პექტაკლი “როცა ძალიან მოგენატრები”.
ამავე ფესტივალის ფარგლებში მოხდება ქალაქების დამეგობრება, სადაც მონაწილეობას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი მიიღებს.

თელავის თეატრის დასი ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იღებს.