ახალი ამბები

უკრაინაში დაღუპულ ჯარისკაცს სოფელ გომბორში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს, ალუდა ზვიადაურს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ალუდა ზვიადაური უკრაინაში, ლუგანსკის რეგიონის ქალაქ სევეროდონეცკში ოკუპანტის ტყვიამ იმ დროს იმსხვერპლა, როდესაც ის დაჭრილი უკრაინელი მებრძოლების გადარჩენას ცდილობდა.

ოჯახის წევრების თქმით, 42 წლის ზვიადაური სამუშაოდ ევროპაში იმყოფებოდა, საიდანაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდა და ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩნურ ბატალიონში იბრძოდა. ალუდა ზვიადაური მეთექვსმეტე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა.