ახალი ამბები

კახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კახეთის რეგიონში 3 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, თელავის, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მდინარეებზე – ალაზანზე, იორსა და ბურსაზე, ბრაკონიერები უკანონო თევზჭერისას, ელექტროშოკურ აპარატებს, დენის წყაროდ – აკუმულატორებს, ჩოგანბადეებსა და მოსასმელ ბადეს იყენებდნენ. საგარეჯოში, სამართალდამრღვევებს სხვადახვა სახეობის ნახევარ კილოგრამამდე თევზიც ჰქონდათ მოპოვებული.

,,სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემგდომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”,- აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.