დამწვარი ავტომანქანები პანკისიდან, რომლებიც ისტორიას ინახავენ – ფოტორეპორტაჟი
დამწვარი ავტომანქანები, რომელიც ფოტოებზეა ასახული, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისშია გაჩერებული. მისი ისტორია კი ასეთია:
2019 წლის 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის პროტესტთან დაკავშირებით სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, შსს-ს მონაცემებით, 55 ადამიანი დაშავდა – 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.
მთელი პანკისის ხეობა – ქალები, კაცები, ბავშვები ჰესის აშენების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად სოფელ ძიბახევში შეიკრიბა.
პროტესტის მიზნით შეკრებილი მოსახლეობის წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები, ხელკეტები გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა კი, პოლიციას ჯოხები და ქვები დაუშინეს.