ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავის ისტორიულ მუზეუმში ხელოვან ნაირა აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში, თვითნასწავლი ხელოვანის ნაირა აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ალმასის მოზაიკით, თევზის ფხით და მირინოსის მატყლით შექმნილი სხვადასხვა სახის ნამუშევრები. ნაირა აბრამიშვილის თქმით, მისი გამოფენა მუზეუმში უკვე მესამედ იმართება. გამოფენა მუზეუმში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.