ახალგაზრდული კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“
24 ივნისს, ქალაქ თელავში ახალგაზრდული კონკურსის „ეს ქვეყანა შენიას“ გამოცხადება იგეგმება.
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია.
საჯარო შეხვედრის მიზანი:
შეხვედრებზე გამოცხადდება უკვე ტრადიციული კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“, რომლის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, მათი წახალისება ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში და აქტივიზმის ხელშეწყობა.
კონკურსი ახალგაზრდებისთვის – „ეს ქვეყანა შენია!“ გაიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამარჯვებულები რეგიონების მიხედვით გამოვლინდება.
საჯარო შეხვედრები გაიმართება საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში. მასში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ახალგაზრდები: უფროსკლასელები, სტუდენტები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.
საჯარო შეხვედრები მოიცავს რამდენიმე აქტივობას:
- შეხვედრების მონაწილეებს გადაეცემათ კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ პრომო-პროდუქცია.
- CSI-ის მიერ მოწვეული სპიკერები გამართავენ დისკუსიას სხვადასხვა თემაზე და უპასუხებენ დამსწრეთა შეკითხვებს.
- გაიმართება კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ახალგაზრდული კონკურსის პრეზენტაცია.
საჯარო შეხვედრის კალენდარი:
24 – ივნისი – კახეთი, ქალაქი თელავი, ერეკლე მეორეს მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია/ამფითეატრი
შეხვედრის დაწყების დრო: 15:00 საათი
საკონტაქტო პირი:
მაკა დალაქიშვილი: 5985400644
კახეთის რეგიონული ჰაბი