ახალი ამბები

საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობისთვის მოსალოდნელი ამინდის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

21 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან, 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.