თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ტურისტებისთვის ღიაა
თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა და ეროვნული პარკი პირველ ვიზიტორებს უკვე ელის.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ომალოში მდებარეობს. სადაც სასურველი ტურის დაგეგმვა, განთავსება და ყველა არსებული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტები საშუალებას აძლევს ვიზიტორს თითქმის სრულად მოინახულოს და დატკბეს უნიკალური ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებით.
ეროვნულ პარკში მოგზაურობა შესაძლებელია ყველა იმ რეგულაციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.