წნორში წარმოებული ბიოპროდუქტი წერტის მაღაზიებში გაიყიდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში, “სამყურას” ბრენდით წარმოებული ბიოპროდუქტი, თბილისში, წერტის მაღაზიებში გაიყიდება.
მეურნეობის დამფუძნებელი ნიკა ბაგალიშვილი აცხადებს, რომ სხვადასხვა სახეობის ბიოპროდუქტს აწარმოებს და ინტერნეტის საშუალებით ყიდის.
შეგახსენებთ, რომ “სამყურა” ბიომეურნეობაა, რომელიც 3 წლის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა ახალგაზრდამ დააფუძნა. კომპანია ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი ბიობოსტნეულის მრავალ სახეობას, ბროკოლს, კარტოფილს, ყაბაყს და სხვა ბიოპროდუქტებს აწარმოებ.
მისი თქმით, ბოსტნეულის მოყვანის პროცესი კი სრულიად ბუნებრივია და არ გამოიყენება ქიმიური დანამატები. “წერტი” ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, ასევე სოფლის პროდუქტების მაღაზიაა, რომელიც კომპანია “აგროქიზიყმა” 2019 წელს გახსნა და უკვე რამდენიმე ფილიალს აერთიენებს.