ახალი ამბები

თელავის ისტორიულ მუზეუმში ხელოვან ნაირა აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

22 ივნისს, 14:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში, გაიხსნება თვითნასწავლი ხელოვანის – ნაირა აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ალმასის მოზაიკით, თევზის ფხით და მირინოსის მატყლით შექმნილი ნამუშევრები.