სოფელ კასრისწყალში ძლიერი წვიმის შედეგად სკოლის შენობა დაიტბორა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში, საჯარო სკოლა დაიტბორა.
წყალმა დაფარა დაწესებულების ეზო, სარდაფი, საპირფარეშოები და დამხმარე სათავსოები. ადგილობრივების ინფორმაციით, სკოლის დატბორვა გამოიწვია, სოფელში მდებარე ტბებიდან დიდი რაოდენობით წყლის გადმოსვლამ.
მათი თქმით, გაუწმენდავია სანიაღვრე არხებიც, რის შედეგადაც, მილებმა წყალი ვერ გაატარა და დაიტბორა სოფლის შიდა გზებიც. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კასრისწყალს ნალექმა პრობლემები შეუქმნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საზღვრისპირა სოფელში სტიქიის პრევენციისათვის შესაბამის სამუშაოები არ ტარდება.