აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში ჩამოდის
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი 17 ივნისს საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
ვიზიტის დროს დონფრიდი სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ქალების საერთაშორისი კონფერენციაზე, რომელიც თბილისში გაიმართება.
დონფრიდი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. აშშ-ის საელჩოს განცხადების თანახმად, საუბრის თემა რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული ომი და აშშ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარდაჭერა იქნება. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აგრეთვე განიხილავს თუ როგორ შეუძლია აშშ-ის მხარი დაუჭიროს საქართველოს კანონის უზენაესობის განვითარებაში, ეკონომიკის დივერსიფიცირებასა და წარმატებული მომავლის მშენებლობაში.
ცნობისთვის, დონფრიდი საქართველოს გარდა სომზეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.