სოფელ კურდღელაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბაღი 180 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტი მოიცავს საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი ოთახების, ასევე სასადილოს, სათავსოების, ჰოლის, ადმინისტრაციული და სამრეცხაო ოთახების, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო კიბისა და საქვაბის მოწყობას.
კურდღელაურის საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, სამუშაოებს კონტრაქტორი შპს ,,სათავე +,, ასრულებს.
სამშენებლო სამუშაოები, რომელზეც 3 414 236 ლარი დაიხარჯება, 2023 წელს დასრულდება.