საქართველოს ცხოვრების დონით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასთან დასაწევად 10 წელი დასჭირდება
ევროკავშირში 27 ქვეყანაა. შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი ლუქსემბურგშია, ყველაზე დაბალი ბულგარეთში.
საქართველო რომელიც ამჟამად კანდიდატობისთვის იბრძვის ბულგარეთზე უფრო ღარიბია. საქართველოს 5%-იანი ზრდის პირობებში ბულგარეთის ამჟამინდელ დონესთან დასაწევად 10 წელი დასჭირდება.
მშპ შეიძლება 2 მეთოდით დაითვალოს ნომინალური და მსყივდეულნარიოანობის პარიტეტით (PPP) რაც სხვადასხვა ქვეყანაში ფასების გათანაბრებას გულისხმობს. ცხოვრების დონის შესადარებლად ეს მეორე მეთოდი უფრო ზუსტია. რადგან ღარიბ ქვეყნებში ფასები პროდუქტზე, განსაკუთრებით კი მომსახურებაზე უფრო დაბალია ვიდრე მდიდარ ქვეყნებში, ამიტომ მათში PPP მეთოდით დათვლილი მშპ ნომინალურს აღემატება. $100-იანს სხვა ძალა აქვს პაკისტანში, სხვა საქართველოში და სხვა შვეიცარიაში.
საქართველო ღარიბ ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება სადაც ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური შემოსავალი 2021 წლის მდგომარეობით $5000-ს შეადგენს, PPP დათვლით $16 500-ს. საშუალოზე ღარიბად ითვლება. ამ ქვეყანაში ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე $12 300-ა, PPP მეთოდით დათვლილი კი $27 900. თუ შესადარებლად ამ მეთოდს გამოვიყენებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ ევროკავშირის ყველაზე ღარიბი სახელმწიფო სახელმწიფო საქართველოსთან შედარებით მაინც 1.7-ჯერ უფრო მდიდარია. საქართველოს 5%-იანი ზრდის პირობებში ბულგარეთის ამჟამინდელ დონესთან დასაწევად 10 წელი დასჭირდება.
ცხოვრების დონე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში – ესტონეთში ბევრად მაღალია და შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე $44 700-ს აღწევს. ამ მაჩვენებლის მისაღწევად არსებული ზრდის ტემპით 22 წელი იქნება საჭირო. ირლანდიის ამჟამინდელ დონესთან მისასვლელად კი კიდევ უფრო მეტი 39 წლიანი ლოდინი იქნება საჭირო.