ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავის მერიამ ,,ნადიკვრის” ტერიტორიაზე დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობისთვის ტენდერი გამოაცხადა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ თელავში, პარკ ,,ნადიკვრის” ტერიტორიაზე დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობის სამუშაოებზე 2 758 521 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება,რაც ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას.