თელავში მცხოვრებ ახალგაზრდებს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვილნიკოვმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალაქ თელავში, ახალგაზრდებთან საინფორმაციო- გაცნობით შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა დასავლური ინტეგრაციის შესახებ ადგილობრივი ახალგაზრდების ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობას, აგრეთვე ნატო საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას და პერსპექტივების მიმოხილვას, რომელიც შესაძლებელია ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველომ მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალი ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი ქალაქ თელავში.