„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ თელავში, კახეთის რეგიონული კონფერენცია გამართა
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ თელავში, კახეთის რეგიონული კონფერენცია გამართა.
ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო და კახეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი, თინათინ ხანჯალიაშვილი და საბჭოს შემადგენლობა წარადგინა. შეხვედრის ფარგლებში, გაკეთდა თემატური მოხსენებები ჯანდაცვის, რეგიონული პოლიტიკის და კულტურის მიმართულებით.
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი და კახეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ხანჯალიაშვილი თელავში დაიბადა. სწავლობდა მეფე ერეკლე მეორის სახელობის თელავის პირველ საჯარო სკოლაში. ის პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრია და აქვს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ბიზნეს სექტორთან მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს თინათინ ხანჯალიაშვილი „დემოკრატიის ლიდერის” ჯილდოს ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა დემოკრატიის ღირებულებების, ადამიანის უფლებების, თანასწორობის გაძლიერებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის; არის „საჯარო მწვანე სივრცეების განვითარება თელავში” პოლიტიკის დოკუმენტის თანაავტორი. ის ასევე 2021 წლიდან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა.