საქართველოში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ
6 ივნისის დღის ბოლოდან 11 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.