თელავში შშმ პირებს შორის პნევმატური შაშხანიდან სროლაში ტურნირი ჩატარდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს პარაოლიმპიური სროლის ფედერაციის პრეზიდენტის ლადო ჭინჭარაულის ინიციატივით, თელავში, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტული კომპლექსის მსროლელთა და პარამსროლელთა კლუბში შშმ პირებს შორის პნევმატური შაშხანიდან სროლაში ტურნირი ჩატარდა.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ნიკოლოზ მეტრეველი და ფიქრია ყუშიტაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაესწრნენ. სპორტულ შეჯიბრში 20-მდე შშმ პირმა მიიღო მონაწილეობა.
,,თელავის მერის თასი,, პირველ ადგილზე გასულმა მათე დაღელიშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ზვიად სუმბაძე გავიდა, მესამე ადგილი კი ნიკა ქავთარაძემ დაიკავა. ყველა მონაწილეს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. ორგანიზატორების თქმით, ტურნირი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.