ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცეს
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ელჩებმა ბლოკის მეექვსე სასანქციო პაკეტი დაამტკიცეს, თუმცა უნგრეთის წინააღმდეგობის შემდეგ, რუსეთის პატრიარქი კირილი სანქციების სიიდან ამოიღეს.
ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს. ევროკავშირის ლიდერებმა სანქციებზე ფართო პოლიტიკური შეთანხმებას ამ კვირის დასაწყისში გამართულ სამიტზე მიაღწიეს, მაგრამ სამართლებრივი ტექსტის დასამტკიცებლად წევრი ქვეყნების ელჩების ხელმოწერაცაა საჭირო.
შეგახსენებთ, მაისის დასაწყისში სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ევროპულმა კომისიამ რუსეთის პატრიარქის, კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა.
მათივე ცნობით, ეს ზომები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი ტალღის ნაწილი იყო.