ახალი ამბები

არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისათვის ბრალდებული მამაკაცი გამართლდა

კახეთში, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისათვის ბრალდებული მამაკაცი გამართლდა.

გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში გუშინ გამოცხადდა. მამაკაცის ადვოკატი, ადასტურებს, რომ სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიმართ, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა საქმის დეტალებზე არ საუბრობს, რადგან სასამარტლო სხდომები დახურული იყო.

გამოძიება 26 წლის მამაკაცს 15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირს ედავებოდა და ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

თავად არასრულწლოვანმა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლოს განუმარტა, რომ დაოჯახებულ, მასზე უფროსის ასაკის მამაკაცთან კავშირი, მისი სურვილი იყო და ასაკს შეგნებულად უმალავდა.