ყვარელში სტალინის ბიუსტს და “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისს წითელი საღებავი შეასხეს
ყვარელში, „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის ნაწილი და სტალინის ბიუსტი, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, წითელი საღებავით შეღებეს.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა და მის შესახებ არაფერი იციან. თანამშრომლები არ გამოჩენილან “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისშიც.
კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისების დახურვით მოთხოვნით, საზოგადოების ნაწილი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად ატარებს.
ბოლო აქცია 28 მაისს, ახმეტაში გაიმართა, სადაც პროტესტის მონაწილეებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკებაც მოხდა.