,,ღირსების აქცია”- თელავში, ერეკლე მეფის მოღვაწეობის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა
“ღირსების აქცია”- ასეთი სახელწოდებით, თელავში, ქართლ- კახეთის მეფის, ერეკლე მეორეს მოღვაწეობის მხარდამჭერთა შეკრება გაიმართა.
მეფის სასახლის მიმდებარედ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, ერეკლე მეორეს მოღვაწეობის პერიოდში წარმოებულ ომებსა და პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს.
აქცია პოლიტიკოსის და ფილოლოგის, ლევან ბერძენიშვილის საჯაროდ გამოხატულ მოსაზრებას მოჰყვა, როცა მან, რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის გამო, ერეკლე მეორეს მოღალატედ გამოცხადებაზე ისაუბრა.
ბერძენიშვილის მოსაზრებას მაშინვე მოჰყვა უარყოფითი რეაქცია სოციალურ ქსელში, თელავში კი, მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა, ბერძენიშვილის ფოტო, საპირფარეშოს შესასვლელში ჩამოკიდა.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ერეკლე მეორე, საქართველოს მეფეებს შორის ერთ- ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი და სტრატეგი იყო.
აქციას ადგილობრივი მოსახლეობა და რამდენიმე საჯარო მოხელე ესწრებოდნენ.