ახმეტაში ,,კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის გახსნა გააპროტესტეს
ახმეტაში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა გააპროტესტეს.
აქციაზე აქტივისტებსა და „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის გამო პოლიციამ ტერიტორიიდან 2 პირი განარიდა. მხარეებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდების ჯგუფი ტრანსფარანტებით – “არა რუსეთს”, „რუსეთი ოკუპანტია” არა ალტ ინფოს საქართველოში” ოფისთან გამოჩნდნენ.
მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა.
აქციის მონაწილეების განმარტებით, პროტესტის ასეთი ფორმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იქამდე გაგრძელდება, ვიდრე „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისები არ დაიხურება. „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისში კი მომხდარი შემთხვევა პროვოკაციად შეაფასეს.
ფოტო: ინტერპრესნიუსი