თელავის თეატრის წინ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
1 ივნისს, 11:00-დან 16:00 საათამდე, თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის ინიციატივით გაიმართება საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.
შეგროვილი თანხა გადაეცემა თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ( 8 შვილი ) ოჯახს.