ახალი ამბები

გურჯაანის ახლადგახსნილ პარკში ინფრასტრუქტურა დააზიანეს

გურჯაანის ახლადრეაბილიტირებულ პარკში ინფრასტრუქტურა დააზიანეს.

ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მიერ, დაზიანებულია ატრაქციონებიც. დაზიანებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლი, რომელიც გუშინ 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იყო გამოფენილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ვარაუდობენ, რომ დაზიანებები ღამით მოხდა, რადგან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამომდე გრძელდებოდა.

“ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ამდენი წელი უფუნქციოდ იყო ეს პარკი დარჩენილი, ახლახანს გაიხსნა და დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების დასრულების შემდეგ ასეთი რაღაც გააკეთეს. ფაქტზე მიმდინარეიბს მოკვლევა და შესაბამისი უწყება უკვე მუშაობს”– განმარტეს მერიაში.

გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა. სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკმა 3.8 მილიონი ლარით დააფინანსა. პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, საზაფხულო კინოთეატრი- ამფითეატრი და აშენდა სპორტული მოედანი.
პარკში ასევე განახლდა მწვანე საფარი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები. პარკი სხვადასხვა ტიპის ტიპის სპორტული და კულტურული დანიშნულების სივრცეებად არის დაყოფილი.

ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.