საქართველოს ევროპული ფორუმი დემოკრატიის განვითარებისათვის
თელავში, საქართველოს ევროპულმა ფორუმმა, მრავალმხრივი დიალოგის ფორმატში, სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.
პლატფორმა ორგანიზაცია ,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული საქართველოსათვის“ რეკომენდაციით შეიქმნა.
შეხვედრაზე მოწვეულმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ სცენარების შესახებ, რომელიც ეროვნული ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით მზადდება. ეს მიმართულებებია: ეკონომიკა, თავდაცვა–უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები და რეფორმები.