Forbes – რუსეთს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული – ასევე ოკუპირებული აქვს საქართველოს, მოლდოვის და იაპონიის ნაწილიც
რუსეთს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული, – ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს.
Forbes-ის ინფორმაციით, 23 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო 43 300 კვ. კმ, ანუ უკრაინის ტერიტორიის 7%, ახლა ეს ტერიტორია 2.9-ჯერ მეტია და 125000 კვ. კმ-ს შეადგენს.
გამოცემა წერს, რომ 2014 წლიდან რუსეთის არმიამ იმდენი უკრაინული მიწა დაიპყრო, რომ მათი საერთო ფართობი აღემატება უნგრეთის და ბულგარეთის ტერიტორიებს.
„დროებით უკონტროლო ტერიტორიები მოიცავს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილს და ქალაქ სევასტოპოლს,“- წერს Forbes-ი.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს არა მხოლოდ უკრაინის მიწები, არამედ საქართველოს, მოლდოვისა და იაპონიის ნაწილებიც.