სიღნაღში ბავშვთა თეატრალური ფესტივალი „ქიზიყი 2022“ გაიხსნა
ქალაქ სიღნაღის თეატრში ბავშვთა თეატრალური ფესტივალი „ქიზიყი 2022“ გაიხსნა.
საზეიმო გახსნას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფესტივალი უმაპინძლებს ბავშვებს არა მარტო საქართველოდან, არამედ ევროპიდან.
ბავშვთა თეატრალური ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 25 მაისს საზეიმოდ დაიხურება.
ღონისძიება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ააიპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით ტარდება.