26 მაისს თელავში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავად, თელავში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაიკართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, ისტორიული გამოფენები, მოეწყობა ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები, გაიმართება სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები.
ღონისძიებები საღამოს დასკვნითი კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლი თეატრალური კვარტეტი და ჯგუფი გუფი ლენდი მიიღებს.