ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა

ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაფუძნდა. 2016 წლიდან, ყოველი წლის 18 მაისს, საქართველოს ყველა ქალაქში, მათ შორის თელავშიც ,,საქართველოს ეროვნული სამოსის დღე“ იმართება.

თეატრალური ღონისძიების მონაწილეებმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან, მსვლელობით თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც თელავის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.