ახალი ამბები

გაიზარდა თუ არა საქართველოდან ექსპორტი ევროკავშირში

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ევროკავშირში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო საქონელია სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რაც EU-ში მთლიანი ექსპორტის 43%-ს შეადგენს.

მეორე პოზიციას იკავებს თხილი, რომლის ექსპორტიც წინა წელთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი.
ასევე, სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირში საქართველომ $275 მილიონის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც მთლიანი ექსპორტის 17.3% იყო. წინა წელთან შედარებით, EU-ში ექსპორტი $64 მილიონით არის გაზრდილი.
ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ევროკავშირში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი კვლავ ნედლეულია, ხოლო საბოლოო დამუშავების პროდუქტებს ექსპორტის 30%-ზე ნაკლები წილი უჭირავთ.

1. მადნები და კონცენტრატები სპილენძის – $119.5 მილიონი, 44,907 ტონა, ზრდა წინა წელთან 22%
2. თხილი და სხვა კაკალი – $21.1 მილიონი, 4,229 ტონა, ზრდა წინა წელთან 14%
3. ფეროშენადნობები – $16.5 მილიონი, 9,574 ტონა, ზრდა წინა წელთან 352%
4 .აზოტოვანი სასუქები – $14.5 მილიონი, 27,374 ტონა, ზრდა წინა წელთან 6%
5. მსუბუქი ავტომობილები – $13.0 მილიონი, 0 ტონა, ზრდა წინა წელთან 172%
6. ღვინოები – $11.0 მილიონი, 3,555 ტონა, ზრდა წინა წელთან 36%
7. ნაწარმი ტანსაცმლის – $7.6 მილიონი, 2,171 ტონა, ზრდა წინა წელთან 670%
8. სპირტიანი სასმელები – $7.3 მილიონი, 2,944 ტონა, ზრდა წინა წელთან -7%
9. ჯართი ძვირფასი ლითონების – $5.0 მილიონი, 32 ტონა, ზრდა წინა წელთან 661%
10. ნარჩენები და ჯართი სპილენძის – $3.5 მილიონი, 394 ტონა, ზრდა წინა წელთან 460%.