ევროკავშირის პროექტი კახეთში დასაქმების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად კონკურსს იწყებს
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარებისა ცენტრმა (CSRDG) დიდი, საშუალო და მცირე საწარმოებისთვის კონკურსი დაიწყო.
კონკურსის მიზანი საქართველოს სამ რეგიონში, გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ამისათვის ინიციატივა მხარს დაუჭერს და გააძლიერებს თანამშრომლობას ისეთ სხვადასხვა სექტორს შორის, როგორებიცაა ბიზნეს-კომპანიები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ადგილობრივი ხელისუფლებები. განაცხადების შეტანა 2023 წლის თებერვლის ბოლომდეა შესაძლებელი.
კონკურსი პროექტის, „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, ფარგლებშია გამოცხადებული. მას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარებისა ცენტრი ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად ახორციელებს.