აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველი დღეს საქართველოში ჩამოვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე 18-19 მაისს თბილისს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ქართველ პარტნიორებთან ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების შესახებ კონსულტაციების გამართვა.
“ის შეხვდება მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ რუსეთის მიერ, საქართველოს ნაწილების ოკუპაციის გაგრძელების, უკრაინის წინააღმდეგ კრემლის სასტიკი ომისა და იმის შესახებ, თუ როგორ გაძლიერდეს საქართველოს ხალხის სწრაფვა დემოკრატიული, მშვიდობიანი და აყვავებული ევროატლანტიკური მომავლისკენ”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მრჩეველი შოლე საქართველომდე მოლდოვაში იმყოფებოდა, 20 მაისს კი იგი ლონდონში გაემგზავრება.