ახალი ამბები

თელავში მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს ოთხწლიანი იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს

თელავში დედ- მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ახალგაზრდას, სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ოთხი წლით იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა.

მამაკაცი ფსიქიტრიულმა ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო, რაზე დაყრდნობითაც, ის ხონი- ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მსჯავრდებულის ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი, ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებით მკურნალობას გადის.

მკვლელობა თელავში 2021 წლის 7 მარტს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით, საკუთარ სახლში დედ- მამა და ბებია დახოცა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.