ანაზღაურების მიღების მიზნით, მოქალაქეები სისხლის ჩაბარებას სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებენ
ანაზღაურების მიღების მიზნით, მოქალაქეები სისხლის ჩაბარებას სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებენ. აღნიშნულის მიზნით, კანონში ცვლილებები იგეგმება, რის შედეგადაც 2025 წლიდან სისხლის ჩაბარება ნებაყოფლობითი ხდება, ანაზღაურების გარეშე.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, მცირე ზომის სისხლის ბანკების რეორგანიზაციის შედეგად ქვეყანაში მხოლოდ 3 სისხლის დაწესებულება იფუნქციონირებს. რეგულირების სააგენტოში კი სპეციალური ერთეული, ქვედანაყოფი ჩამოყალიბდება, რომელიც სისხლის პროდუქტების მოძრაობაზე კონტროლს და მათი ტესტირების პროცესების მონიტორინგს უზრუნველყოფს.
ამასთან, როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, დონორებისთვის გათვალისწინებული იქნება საპატიო წოდების მინიჭება, ასევე ერთჯერადი ფულადი წახალისება.