საგარეჯოს მერიამ კოდას საკურორტო ზონის განვითარებაზე ტენდერი გამოაცხადა – ფოტოები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის ინიციატივით, მერიამ კოდას საკურორტო ზონის ტურისტული განვითარებისა და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის სტრატეგიული მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურისტული შეთავაზების გაუმჯობესება და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა და ამის საფუძველზე ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირება.
პროექტის კონკრეტული მიზანია, კოდას ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით.
პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ღირებულება: 1 223 671 ლარია, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.