თელავის თეატრში სპექტაკლი “სისხლიანი ქორწილი თელავში” გაიმართება
13 მაისს თელავის სახელმწიფო თეატრში ზაირა არსენიშვილის გახმაურებული რომანის “ვა, სოფელო…”-ს მიხედვით დადგმულ ლიტერატურულ-დრამატული სპექტაკლი “სისხლიანი ქორწილი თელავში” გაიმართება.
ინსცენირების და დადგმის ავტორი თემურ ხუნაშვილი.
სპექტაკლი 19:00 სთ-ზე თელავის თეატრის მცირე დარბაზში დაიწყება. ბილეთის ფასია 5 და 7 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონზე 555 58 23 23.