ახალი ამბები

როგორ უნდა აღინიშნებოდეს 9 მაისი თელავში

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა.

მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

ამ დღესთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

იხილეთ KNEWS.GE-ის მიერ მომზადებული ვიდეო რეპორტაჟი და გაიგეთ თუ რას ფიქრობს თელავის მოსახლეობა, როგორ უნდა შეხვდენენ ვეტერანები ცხრა მაისს.