საქართველოს კითხვარზე დასკვნა ევროკომისიას შემდეგ თვეში ექნება
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს მიერ EU კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემასთან და ევროკომისიის მიერ პირველი შეფასების მომზადებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
“ჩვენ ველოდებით ამ კითხვარის მეორე ნაწილს. ჯერჯერობით, არ ვიცით როდის მოხდება მისი გადმოცემა. უკეთესია, ეს თავად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ჰკითხოთ.
რაც შეეხება პროცესს, მას შემდეგ, რაც ჩვენ კითხვარებს მივიღებთ, გადავცემთ ევროკომისიას, რათა მან თავისი დასკვნა გამოიტანოს და შემდეგ გადასცეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს იმისთვის, რომ საბჭომ თავისი გადაწყვეტილება გამოიტანოს. ეს ძალიან დელიკატური კითხვაა და ფრთხილად უნდა ვიყოთ შეფასებებში;
შემიძლია გითხრათ, რომ შემდეგ თვეში ეს დასკვნა გვექნება მიღებული და სანამ დასკვნას არ მივიღებთ, ჯერჯერობით, არანაირი
კომენტარის გაკეთება არ შემიძლია”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.