თელავის ამერიკულმა კუთხემ უფროსი ასაკის პირებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი დაიწყო
თელავის ამერიკულმა კუთხემ უფროსი ასაკის პირებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი დაიწყო.
აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისთვის პროგრამის გაცნობა და მეორე კურსის მონაწილეების დაჯილდოვება.
ამერიკული კუთხის კოორდინატორი თეა ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ პროგრამა მოიცავს ELT სასაუბრო ინგლისურის შემსწავლელ კურსს, რომელიც შემუშავებულია საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.
მისი თქმით, პროგრამა გულისხმობს ინგლისური ენის შესწავლას სწავლების სრულიად ახალი მეთოდით, რომელიც იყენებს სწავლის უძველეს მეთოდს სახელწოდებით ,,მეხსიერების სასახლე“. პროგრამა განკუთვნილია უფროსებისთვის, 18 წლიდან ზევით. კურსი დაიწყება 16 მაისს და დასრულდება 29 ივლისს.
“აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს. სამ თვიანი ინტენსიური კურსი არის საპილოტე პროექტი, რომელიც შემუშავებული და დაფინანსებულია ამერიკის საელჩოდან. სწავლების მეთოდი არის განსხვავებული, რადგან 3D სათვალის გამოყენებით, შევქმნით ვირტუალურ რეალობას“,– განაცხადა თეა ჯეირანაშვილმა.