როგორ ხვდებოდნენ ასი წლის წინ თელავში სტუმრებს
“ბატონის წყალი” ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ადგილია თელავში. ამბობენ ეს წყალი ძალიან უყვარდა მეფე ერეკლეს.
წყლის მარჯვენა მხარეს დგას 900-წლიანი ჭადარი, რომლის ქვეშ უშლიდნენ სუფრას ძველი თელაველები საპატიო სტუმრებს.
ამ ჭადრის ქვეშ უქეიფია ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ვაჟა ფშაველას და ბევრ ქართველ საზოგადო მოღვაწეს.