ახალი ამბები

გერმანია უკრაინას თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს გადასცემს

გერმანია უკრაინას თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს გადასცემს.

აღნიშნულის შესახებ, სლოვაკეთში ვიზიტით მყოფმა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინა ლამბრეხტმა განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინას გადასცემენ შვიდ „PzH 2000“ ტიპის თვითმავალ საარტილერიო დანადგარს. ამასთან, ლამბრეხტის განცხადებით, აღნიშნული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, უკრაინელი სამხედროების წვრთნა შესაძლოა, გერმანიაში მომავალ კვირას დაიწყოს.

მსგავსი ტიპის ხუთი ერთეული საარტილერიო დანადგარი უკრაინას დანიამაც გადასცა.