სტიქიის შედეგად ახმეტაში სასმელი წყლის მაგისტრალი დაზიანდა- ფოტოები
ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარეების ადიდება გამოიწვია.
ადიდებულმა მდინარე ილტომ სოფელ ნადუქნართან სასმელი წყლის მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც ახმეტის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდა.
ადგილზე იმყოფებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური,რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებში.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის აღსადგენად წყალმომარაგების კომპანიისა და ა(ა)იპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლის წყლის სისტემების მოვლა-პატრონობის ცენტრის თანამშრომლები მუშაობდნენ.
მისივე განმარტებით, სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება, რათა მოსახლეობისათვის მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი სასმელად ვარგისი წყლის მიწოდება.