ახმეტაში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა
ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალი ახმეტის წყაროების პარკში ღონისძიებებით და გამოფენით გაიხსნა.
მოქალაქეებს შეეძლოთ ესარგებლათ ბავშვებისთვის გასართობი სივრცეებით, სხვადასხვა დეკორაციებით და აქტივობებით. პარალელურად მიმდინარეობდა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
დღის ბოლოს კი ღონისძიება დასკვნითი კონცერტით დასრულდა, რაშიც მონაწილეობას მომღერლები ანი მერაბიშვილი, ნანიკო სამბელაშვილი, გიგა პაპასკირი და მერი მამულაშვილი, ლექს-სენი იღებდნენ.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ლევან დავითაშვილი, European Union in Georgia, ახმეტის განვითარების ჯგუფი, (KRDF) კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი, ახმეტის ახალგაზრდული ალიანსი და CENN.