თელავში “ველო-ფესტივალი – 2022” ჩატარდა- ფოტოები
თელავში “ველო-ფესტივალი – 2022” ჩატარდა.
ფესტივალში სხვადასხვა ასაკის 20-მდე ახალგაზრდამ, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
“თელავის ველო-ფესტივალი – 2022” VELO-RUN -ით გაიხსნა, მონაწილეებმა სტარტი თელავის ფიქრის ხიდიდან აიღეს და ნადიკვრის და ბარნოვის ქუჩის გავლით ცენტრალურ მოედანზე დაასრულეს, სკვერში კი სხვადასხვა სახეობებში ველო რბოლა მოეწყო.
პირველი ადგილი ნიკა იუკურიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე თამარ ნუსხელიძე გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი ანდრეა სახეიშვილი გახდა, გამარჯვებულებს სიგელები და მედლები, პირველი ადგილის მფლობელს კი ,,თელავის ველო ფესტივალის,, თასი გადაეცა.
ასევე, ჟიურის გადაწყვეტილებით, სპეციალური პრიზი ფესტივალის ყველაზე პატარა მონაწილემ 6 წლის ლუკა ემინაშვილმა დაიმსახურა.
ველო-ფესტივალი თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა.