გურჯაანში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა- ფოტოები
გურჯაანში გუშინ გვიან ღამით მოსულმა სტიქიამ პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტში.
მოსული უხვი ნალექის შედეგად სოფლებში ადიდდა ხევები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და დაზიანდა საუბნო გზები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დილის 5 საათიდან, ოპერატიულმა შტაბმა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი ხელმძღვანელობს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. შტაბის მუშაობაში ჩართულები არიან მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და ა(ა)იპ “გურჯაანის მუნიციპალური სერვისის” ხელმძღვანელი.
“გურჯაანის მუნიციპალური სერვისი”, დილიდან, სპეციალური ტექნიკის საშუალებით, სახლებიდან წყლის ამოტუმბვის და სოფლებში ხევების გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს. უხვმა ნალექმა, ქალაქ გურჯაანში, Ნუცუბიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი დაანგრია, სადაც შექმნილ ვითარებას გურჯაანის მერი ადგილზე გაეცნო. Სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება”,- აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.