სხვადასხვა ქვეყნებიდან პროფესიონალმა და დამწყებმა რეჟისორების ჯგუფმა ლაგოდეხში ფილმის გადაღება დაიწყო
ლაგოდეხში, საერთაშორისო პროგრამა კავკასიის ახალი კინოს სკოლის ფარგლებში ევროპის ქვეყნებიდან, შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან დაკომპლექტებულმა, პროფესიონალი და დამწყები, 30 კაციანი რეჟისორების,ჯგუფმა, ფილმების გადაღება დაიწყო.
ერთი კვირის განმავლობაში, შემოქმედებითი ჯგუფები, იმუშავებენ ლაგოდეხში და ქალაქის მიმდებარე ლოკაციებზე, გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს -საინტერესო ადამიანების, ადგილების, კულტურის, ტრადიციებისა და ბუნების შესახებ. გადაღებული ფილმების ღია ჩვენება, კინოთეატრ „სინემაში“ კვირის ბოლოს გაიმართება. მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, რეჟისორებს შეხვდა და მათ სამუშაო გეგმებს პირადად გაეცნო.
საერთაშორისო პროგრამა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ძირითადი მიზანი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარებაა.